პრიგოჟინი: გერასიმოვს ავიაციით სურდა ჩვენი დაბომბვა, პილოტებმა უარი თქვეს

როსტოვში შესვლის შესახებ გავრცელებული განცხადების შემდეგ ევგენი პრიგოჟინი მორიგ განცხადებას ავრცელებს. 

"ეს წუთია გენერალური შტაბის უფროსმა გასცა ბრძანება - ჩართონ ავიაცია და გაუხსნან ცეცხლი ჩვენს კოლონებს, მშვიდობიან ჯარისკაცებს, რომლებიც მანქანებთან ერთად მოძრაობენ.  

მათთვის არ აქვს ვის მოკლავენ. ისინი უკვე წელიწადნახევარია, რაც საკუთარ მშვიდობიან მოქალაქეებს კლავენ, ნაცვლად მოწინააღმდეგესთან ბრძოლისა. მინდა მადლობა ვუთხრა პილოტებს, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ უარი თქვეს დანაშაულებრივი ბრძანების შესრულებაზე,"- განაცხადა პრიგოჟინმა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებული მოწოდებების მოიხედავად, ევგენი პრიგოჟინი ამ დრომდე არ აპირებს "როსტოვში შესვლაზე" უარი თქვას, რომლის მიმართულებითაც მოძრაობას განაგრძობს. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრსა და ვაგნერის ლიდერს შორის დღეს ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის მინსიტრ შოიგუს "ვაგნერის" ბაზებზე შეტევის განხორციელებაში დასდო ბრალი, რასაც პრიგოჟინის თქმით, უამრავი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ლიდერსა და მებრძოლებს შეჩერებისკენ არაერთმა მაღალი თანამდებობის პირმა მოუწოდა, თუმცა ევგენი პრიგოჟინი ამ დრომდე აცხადებს, რომ გეზი როსტოვისკენ აქვს აღებული. 

დაზვერვის სამსახურის გენერალმა ვლადიმერ ალექსეევმა ისიც კი განაცხადა, რომ ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილების აღსრულება მთავრობის გადატრიალებას ნიშნავს. დაახლოებით მსგავსი შეფასება ჰქონდა "ეფესბეს"- უწყების მიერ გავრცლებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრიგოჟინის გადაწყვეტილება სამოქალაქო დაპირისპირებისკენ გადადგმული ნაბიჯია. 

გავრცელებული ცნობების თანახმად, როსტოვსა და მოსკოვში სამხედროები სპეციალურ რეჟიმზე არიან გადასულები, ხოლო სტრატეგიული ობიექტები განსაკუთრებული დაცვის რეჟიმზე გადავიდა. 

------

ევგენი პრიგოჟინსა და რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს შორის დაძაბულმა ურთიერთობამ პიკს 23 ივნისს მიაღწია, როდესაც ვაგნერის ლიდერმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ვაგნერის მებრძოლების დაბომბვაში დასდო ბრალი.

აღნიშნულის შემდეგ, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ იგი სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის მოსაძებნად მიდიოდა, რა მიზნითაც, საკუთარი სამხედროები დონის მიმართულებით დაძრა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების, FSB-ს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრების შეფასებით, ევგენი პრიგოჟინის გადაწყვეტილება, სამოქალაქო დაპირისპირებისა და ხელისუფლების გადატრიალებას გულისხმობს და ვაგნერელებს შეჩერებისკენ მოუწოდეს.

24 ივნისს განცხადება გააკეთა ვლადიმერ პუტინმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ვაგნერი არ დაუსახელებია, ღიად ისაუბრა ღალატზე და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯაზე.

არსებული ინფორმაციით, ვაგნერის ჯარისკაცები წინსვლას განაგრძობენ, ხოლო მოსკოვსა და მის შემოგარენში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

 

 

მსგავსი სიახლეები