პრიგოჟინი იძულებული იქნება "ვაგნერის" ოპერაციების მასშტაბი შეამციროს - ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის აზრით, კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მფლობელი ევგენი პრიგოჟინი, იძულებული იქნება შეამციროს მისი კომპანიის ოპერაციების მასშტაბები ან ინტენსივობა უკრაინაში, თუ პატიმართა რეკრუტირების აკრძალვა გაგრძელდება.

ამის შესახებ ბრიტანეთის დაზვერვაზე დაყრდნობით ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო წერს.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან მუდმივი დავების გამო, პრიგოჟინმა, სავარაუდოდ, დაკარგა რუსულ ციხეებში რეკრუტირების უფლება.

ამავდროულად, ძალიან სავარაუდოა, რომ პრიგოჟინმა ხელახლა გააძლიერა რეკრუტირება რუსეთის თავისუფალ მოქალაქეებში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 2023 წლის მარტის დასაწყისიდან ვაგნერმა შექმნა ადვოკატირების ჯგუფები, რომლებიც დაფუძნებულია სპორტულ ცენტრებში, სულ მცირე, 40 ლოკაციაზე რუსეთის მასშტაბით.

გარდა ამისა, მეორე დღეს ნიღბიანმა "ვაგნერის" წევრებმა რეკრუტერების მიზნით შეხვედრები ჩაატარეს მოსკოვის საშუალო სკოლებში, დაურიგეს კითხვარები სახელწოდებით "ახალგაზრდა მეომრის კითხვარი", დაინტერესებული სტუდენტების საკონტაქტო ინფორმაციის შესაგროვებლად.

"უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნილი პატიმრების დაახლოებით ნახევარი, სავარაუდოდ, დაიღუპა ან დაიჭრა და ახალი ინიციატივებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოახდინოს მსჯავრდებულთა რეკრუტირების არხის დაკარგვის კომპენსირება მოხდეს", - ნათქვამია მიმოხილვაში.

"თუ აკრძალვა ძალაში დარჩება, პრიგოჟინი, სავარაუდოდ, იძულებული იქნება შეამციროს ვაგნერის ოპერაციების მასშტაბები ან ინტენსივობა უკრაინაში", - აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში.

მსგავსი სიახლეები