პრიგოჟინი: რამზანს ვესაუბრე, კონფლიქტი ამ ეტაპზე ამოწურულია

ევგენი პრიგოჟინის თქმით, მას რამზან კადიროვმა დაურეკა და კონფლიქტი ამ დროისთვის ამოწურულია.

ამასთანავე, ჩვკ ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, დაპირისპირების შემთხვევაში გამარჯვებული სწორედ მისი დანაყოფი იქნებოდა. 

პრიგოჟინის პასუხის აუდიოჩანაწერი მისმა პრეს-სამსახურმა გაავრცელა. 

ჩვკ ვაგნერის დამფუძნებლის თქმით, რამზან კადიროვმა მას 2 ივნიის დაურეკა და მათ ყველა პრობლემურ საკითხზე ისაუბრეს: "მე და რამზანმა გადავწყვიტეთ, კონფლიქტი დაგვემუხრუჭებინა."

ამასთანავე პრიგოჟინი ამბობს, რომ დაპირისპირების გაგრძელების შემთხვევაში, გამარჯვებული ცალსახად ვაგნერი იქნებოდა. მისი თქმით, რუსეთში არ ითვლება კარგ ტონად, როდესაც ეთნიკური რუსები თავს ესხმიან რუსეთის ეთნიკურ უმცირესობებს შესაბამისად, ის პატივს სცემს ამ კანონებს. 

პრიგოჟინი ამბობს, რომ ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტები, როგორც წესი, ძალიან დიდხანს გრძელდება და ამ საკითხთან სიფრთხილეა საჭირო.

მომხდარი, ჩვკ ვაგნერის დაფმუძნებლის თქმით, "კრემლის ერთ-ერთი კოშკის" მიერ წამოწყებული თამაშია - "ისინი უკვე დიდი ხანია სახიფათო თამაშებს თამაშობენ და მათ საერთოდ დაკარგეს წარმოდგენა, თუ რას სჩადიან."

კონტექსტი 

რამდენიმე დღის წინ კადიროვთან დაახლოებულმა პირებმა, ადამ დელიმხანოვმა და მაგომედ დაუდოვმა პრიგოჟინს მიმართეს და მასთან შეხვედრა და "კაცურად საუბარი მოითხოვეს. 

ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერისა და სახელმწიფო დუმის დეპუტატის მიმართვას მოულოდენლად უპასუხა ჩვკ ვაგნერის კიდევ ერთმა დამფუძნებელმა და უცვლელმა მეთაურმა, დმიტრი უტკინმა, რომლის მეტსახელსაც ატარებს დანაყოფი. 

უტკინმა დაუდოვს პრიგოჟინისადმი მიმართვის ტონი დაუწუნა და მზაობა გამოთქვა კაცური საუბრისთვის, მით უფრო, რომ ის და კადიროველები ერთმანეთს ჩეჩნეთის ომებიდან იცნობენ. 

დაუდოვსა და დელიმხანოვს უპასუხა თავად პრიგოჟინმაც და განაცხადა, რომ ჩეჩნებს აქვთ მათი ნომერი და ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაურეკონ. 

მსგავსი სიახლეები