პრიგოჟინის თქმით, პესკოვის შვილი "ვაგნერში" იბრძოდა

"ვაგნერის" დამფუძნებელმა და რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის ვაჟი "ვაგნერში" უბრალო არტილერისტად "მსახურობდა".

პრიგოჟინის განცხადებას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

"ჩემი ყველა ნაცნობიდან (ამაზე პირველად გეტყვით) ერთი ადამიანია დიმიტრი პესკოვი, რომელიც ერთ დროს ცნობილი გახდა, როგორც სრულიად ლიბერალი, [ომში] გაგზავნა თავისი შვილი, რომელმაც თავისი ცხოვრების ნაწილი ამერიკაში გაატარა, თუ არ ვცდები, ან ინგლისში, მოვიდა და მითხრა: "წაიყვანე ის უბრალო არტილერისტად". ის აბსოლუტურად ნორმალურად მუშაობდა, როგორც უბრალო არტილერისტი მუხლამდე ტალახში." - აცხადებს პრიგოჟინი.

რუსულ მედიაში წერენ, რომ ნიკოლაი პესკოვი ადრე, სავარაუდოდ, რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების რიგებში მსახურობდა.

აღსანიშნავია,რომ 2022 წლის სექტემბერში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა ნიკოლაი პესკოვს პირდაპირ ეთერში დაურეკეს, თითქოს სამხედრო კომისარიატიდან იყვნენ. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის ვაჟმა მისვლაზე უარი განაცხადა.

"თქვენ უნდა გესმოდეთ, თუ იცით, რომ მე ვარ ბატონი პესკოვი, რამდენად სწორი იქნება ჩემი იქ ყოფნა... მოკლედ, ამას მე სხვა დონეზე გადავწყვეტ. ხვალ რომ წამიყვანონ - დამიჯერეთ, ეს არც თქვენ გჭირდებათ და არც მე. სამშობლოს დაცვის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მე უნდა მესმოდეს იქ გამოჩენის მიზანშეწონილობა, გარკვეულ პოლიტიკურ ნიუანსებს ვგულისხმობ." - თქვა პესკოვის შვილმა.

მსგავსი სიახლეები