პრორუსი ჰაკერები ფრანგული უწყებების საიტებს თავს დაესხნენ
.jpeg)
საფრანგეთის სენატის ვებ-გვერდს 5 მაისს პრორუსი ჰაკერები დაესხნენ თავს, რის შემდეგაც საიტზე შესვლა, რამდენიმე საათის განმავლობაში შეუძლებელი იყო.
ტელეგრამის არხში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰაკერულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება NOName-მა აიღო, ხოლო მიზეზად უკრაინისთვის გაწეული დახმარებაა დასახელებული.
"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთი ახალი დახმარების გაცემაზე უკრაინასთან მუშაობს, სადაც შესაძლოა სამხედრო კომპონენტებიც იყოს შესული, როგორც ეს კატრინ კოლონამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა." - წერია განცხადებაში.
ამავე ჯგუფის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მათ თავდასხმა სხვა ფრანგულ უწყებებზეც განახორციელეს, მათ შორის - შრომის სამინისტრო და კოსმოსური სწავლებების ეროვნული ცენტრი.