პრორუსი ლიდერი მოსახლეობას ხარკოვის დატოვებისკენ მოუწოდებს

ხარკოვის რაიონში კრემლის მიერ მხარდაჭერილი პრო-რუსი სეპარატისტი, ვიტალი განჩევი, უკრაინული არმიის სწრაფ პროგრეს გამოეხმაურა და მოსახლეობას ხარკოვის დატოვებისკენ მოუწოდა. 

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხარკოვის მკვიდრებს, რომ დატოვონ ტერიტორია, საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. საკუთარ სახლებში ყოფნა, ახლა უკიდურესად სახიფათოა"- განაცხადა სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა.

ვიტალი განჩევის ადგილმდებარეობა უცნობია, მაგრამ იგი მოსახლეობას ევაკუაციაში დახმარებას პირდება. 

უცნობია, რამდენ ადამიანს სურს რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების  დატოვება, რადგანაც ხარკოვის რაიონის მოზრდილი ნაწილი, უკრაინულმა ძალებმა კვლავ ხელში ჩაიგდეს. 

ვიტალი განჩევი  ხარკოვის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის მოხელეა, რომელსაც ზურგს რუსული საოკუპაციო ძალები უმაგრებენ. 

უკრაინული ძალების მიერ წამოწყებული კონტრშეტევა ქვეყის აღმოსავლეთ ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს, უკანასკნელი ცნობების თანახმად, განთავისუფლდა არაერთი დასახლება, მათ შორის ქალაქი იზიუმი. 

 

მსგავსი სიახლეები