პუტინი: ამერიკა საბჭოთა კავშირის გზას მიჰყვება
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი თვლის, რომ ამერიკა “საბჭოთა კავშირის გზას მიჰყვება”. ამის შესახებ მან 4 ივლისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მსოფლიოს საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ამერიკაზე საუბრისას პუტინმა ისაუბრა “იმპერიების პრობლემაზე.”
“მათი აზრით, ისინი იმდენად ძლიერი არიან, რომ მცირე შეცდომებისა და პრობლემების გადალახვა შეუძლიათ, მაგრამ იზრდება პრობლემები და დგება მომენტი, როდესაც მათ ეს აღარ შეეძლებათ", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინის თქმით, შეერთებული შტატები "თავდაჯერებული და მყარი ნაბიჯით მიდის საბჭოთა კავშირის გზაზე".