პუტინი: ბაიდენმა თეთრ სახლში არ მიმიწვია
ჟენევის სამიტის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენს ის თეთრ სახლში არ მიუწვევია.
პუტინმა აღნიშნა, რომ თავადაც არ მიიწვია ბაიდენი მოსკოვში.
რუსეთის პრეზიდენტი ამერიკაში ბოლოს 2015 წელს იმყოფებოდა. ის ნიუ იორკში გაეროს სამიტს დაესწრო.
2018 წელს დონალდ ტრამპმა პუტინი ამერიკაში მიიწვია, თუმცა, ორპარტიული ოპონირების ფონზე ვიზიტი არ შედგა.
ბაიდენი და პუტინი ოთხშაბათს ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ.