პუტინი: ბევრი მიმართულებით მუშა-ხელი გვაკლია

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ეკონომიკის არაერთ სექტორში მუშა-ხელის ნაკლებობა. 

"უმუშევრობის ისტორიული მინიმუმის გათვალისწინებით, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 3.5%-ს შეადგენს, ბევრი მიმართულებით მუშა-ხელი არ გვყოფნის",- თქვა პუტინმა. 

ვლადიმირ პუტინმა შესაბამის უწყებებს მოუწოდა მუშა-ხელის უკმარისობის აღმოსაფხვრელად გამოიყენონ იმ რეგიონების რესურსი, სადაც მაღალი უმუშევრობაა - "ჩვენ ასეთი რეგიონები გვაქვს",- განაცხადა პუტინმა. 

ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ წარმოებებში საჭიროა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სპეციალისტების მომზადება ყველაზე მეტად საჭირო პროფესიებში. 

კონტექსტი 

РОСCТАТ-ის მონაცემებით თებერვალში უმუშევრობის დონემ ისტორიული მინიმუმი განაახლა და 3.5% შეადგინა. თებერვალში რუსეთის მშენებლობის სამინისტროში ამბობდნენ, რომ მუშა-ხელის დანაკლისი 280 ათასს შეადგენდა. 

რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ე.წ. ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ეკონომიკის ბევრ სექტორში მუშა-ხელის დანაკლისი ფიქსირდებოდა. 

გასული წლის 10 ოქტომბერს Комерсанть წერდა, რომ მობილიზაციის გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე რუსეთის ეკონომიკამ ჯამურად 700 ათასი შრომისუნარიანი მოქალაქე დაკარგა, რაც რუსეთის ჯამური აქტიური სამუშაო ძალის 1%-ს შეადგენს

მსგავსი სიახლეები