პუტინი და შოიგუ რუსეთის მოსახლეობას საგანგებოდ მიმართავენ - რუსული მედია

ვლადიმირ პუტინი და სერგეი შოიგუ რუსეთის მოსახლეობისადმი საგანგებო სატელივიზიო მიმართვას გაავრცელებენ. 

ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.

თავდაპირველად ვლადიმირ პუტინის შესაძლო მიმართვის შესახებ, ინფორმაცია რუსულმა РБК-მ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. 

წყაროს ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტის მიმართვის მთავარი თემა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ანექსირების შესახებ რეფერენდუმების გამოცხადება იქნება.

მოგვიანებით კრემლის ჟურნალისტურ პულზე დაყრდნობით მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ პუტინთან ერთად მოსახლეობას თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუც მიმართავს. 

რუსული მედიის ინფორმაციით მიმართვა მოსკოვის დროით 18 საათზეა ჩანიშნული. 

კონტექსტი 

ცოტა ხნის წინ ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთთან მიერთების საკითხზე 'რეფერენდუმის' თარიღი გამოაცხადეს, რომელიც სეპარატისტების თქმით, 23-27 სექტემბერს ჩატარდება. 

მალევე ე.წ. რეფერენდუმები გამოაცხადეს რუსმა კოლაბორანტებმა ოკუპირებული ხერსონისა და ზაპორიჟიის ოლქშიც. 

დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა, დენის პუშინილმა უკვე მიმართა ვლადიმირ პუტინს რეფერენდუმზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს რუსეთთან მიერთების მიმართვა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს საღამოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების ჩატარების საკითხზე ვლადიმირ პუტინი სატელივიზიო მიმართვასაც გაავრცელებს. 

მსგავსი სიახლეები