პუტინი ერდოღანს თურქეთში ვიზიტზე შეუთანხმდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ რუსეთის ლიდერის თურქეთში ვიზიტზე და ასევე "მარცვლეულის შეთანხმება" განიხილეს.

"პრეზიდენტ ერდოღანს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. შეხვედრისას ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ პუტინის თურქეთში ვიზიტზე." - ვკითხულობთ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებში.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს "არ უნდა მიიღონ ზომები ესკალაციისთვის" და ასევე ხაზი გაუსვა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის მნიშვნელობას, რომელსაც ის "მშვიდობის ხიდად" მიიჩნევს.

მისი თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გრძელვადიანი შეწყვეტა არავისთვის არ არის კარგი და ყველაზე მეტად დაზარალდებიან ქვეყნები, რომლებსაც მარცვლეული სჭირდებათ და დაბალი შემოსავალი აქვთ. ერდოღანმა აღნიშნა, რომ მარცვლეულის ფასები, რომელიც ადრე 23%-ით დაეცა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 15%-ით გაიზარდა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს ინტენსიურ ძალისხმევას და დიპლომატიას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის გასაგრძელებლად.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ორდერის თანახმად, პუტინი შეიძლება 123 ქვეყანაში დააკავონ, რომლებსაც რომის სტატუტი რატიფიცირებული აქვთ. თურქეთს არ აქვს რატიფიცირებული ეს დოკუმენტი და არ ცნობს ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას.

მსგავსი სიახლეები