პუტინი: ევროკავშირმა საბოლოოდ დაკარგა პოლიტიკური სუვერენიტეტი

ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი ვრცელი სიტყვით გახსნა. პუტინმა თავის სიტყვის დიდი ნაწილი დასავლეთთან წინააღმდეგობას მიუძღვნა, მისი თქმით, ევროკავშირმა საბოლოოდ დაკარგა პოლიტიკური სუვერენიტეტი. 

"ევროკავშირმა დაკარგა პოლიტიკური სუვერენიტეტი. ხანდახან უყურებ ვითარებას ევროპაში, რა ძალები იგებენ არჩევნებს, ვინ მოდის ხელისუფლებაში, ეს შირმას ემსგავსება. ხელისუფლებაში ერთმანეთს ცვლიან ტყუპებივით მსგავსი პოლიტიკური პარტიები, თუმცა მათი პოლიტიკის არსი ამით არ იცვლება. მოქალაქეებისა და ბიზნესის რეალური ინტერესები პერიფერიაზე გადატანილი. 

რეალობისგან ასეთი მოწყვეტა, საზოგადოების მოთხოვნებისგან ასეთი გაუცხოება გარდაუვლად გარდაისახება პოპულიზმის ტალღასა და რადიკალური მოძრაობების ზრდაში, ეს კი სერიოზული სოციალური ცვლილებებით და პერსპექტივაში პოლიტიკური ელიტების შეცვლით დასრულდება",- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. 

მასალა განახლებადია. 

მსგავსი სიახლეები