პუტინი: თუ ევროპელები გაზს რუბლებში არ იყიდიან, ქველმოქმედებას არ ვაპირებთ

ვლადიმირ პუტინი ევროპულ სახელმწიფოებთან მიმდინარე დავას გამოეხმაურა - უკვე თითქმის 10 დღეა რუსეთი ევროპელ მყიდველებს სთხოვს, ბუნებრივი რესურსების საფასური რუბლებში გადაიხადონ, რაზეც ევროპელები უარს ამბობენ. 

პუტინის თქმით, თუკი მყიდველები უარს იტყვიან რუბლებში ოპერირებაზე, ამ შემთხვევაში მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება და გაზის მიწოდება შეწყდება. 

"ჩვენ უფასოდ არავინ არაფერს გვაძლევს და ჩვენც არ ვაპირებთ დავკავდეთ ქველმოქმედებით, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება", - განაცხადა პუტინმა.

 

მსგავსი სიახლეები