პუტინი: უკრაინაში მიმდინარე ოპერაციის დინამიკა დადებითია

ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინაში საომარი მოქმედებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გეგმით მიმდინარეობს. 

"დინამიკა დადებითია. ჩვენი მებრძოლები კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ თავიანთი საბრძოლო მუშაობის შედეგებით",- განუცხადა ვლადიმირ პუტინმა პროპაგანდისტ პაველ ზარუბინს. 

პროპაგანდისტმა, პუტინს სოლედარში განვითარებული მოვლენების შეფასება თხოვა. 

კონტექსტი 

13 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაბა სოლედარის სრულად დაკავების შესახებ გამოაცხადა. მანამდე, 11 იანვარს იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა. თავის მხრივ უკრაინის გენშტაბში ამბობენ, რომ ბრძოლები დასახლების დასავლეთ ნაწილში ამ დრომდე გრძელდება. 

 

მსგავსი სიახლეები