პუტინი: უკრაინის ნატოში ინტეგრაცია წითელი ხაზია

ორშაბათს კრემლმა განაცხადა, რომ ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურის უკრაინაში გაფართოება ვლადიმირ პუტინისთვის "წითელი ხაზია".

მსგავსი განცხადება გააკეთა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკშენკომაც. მისი თქმით, ბელარუსი და რუსეთი ერთად იმოქმედებენ ნატოს გაფართოებასთან დასაპირისპირებლად.

"უკრაინასთან დაკავშირებული საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ამერიკა იქ უკვე ბაზებს ქმნის და ჩვენ ამას უნდა ვუპასუხოთ," - თქვა ლუკაშენკომ რუსულ სააგენტო BelTA-სთან საუბრისას.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას მისი ხალხი და მათი საჭიროებები არ აინტერესებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თქვა, რომ "პუტინის 'წითელი ხაზები' რუსეთის საზღვართან მთავრდება."

წინა კვირაში, უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები ჩატარდა, რომელშიც ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედროებიც მონაწილეობდნენ.

 

 

მსგავსი სიახლეები