პუტინმა მარტისთვის დონბასის დაკავების ბრძანება გასცა - უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის ჯარებს 2023 წლის მარტამდე დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მთელი ტერიტორიის დაკავება უბრძანა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი ჩერნიაკმა 1 თებერვალს, Kyiv Post-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთის მასიური შეტევის ახალი მცდელობისთვის და აღმოსავლეთ უკრაინის დაპყრობისთვის ემზადება.

"ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული საოკუპაციო ჯარები აღმოსავლეთში აგრძელებენ დამატებით შეტევით ჯგუფებს, დანაყოფებს, იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას. უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანახმად, პუტინმა მარტისთვის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიების დაკავების ბრძანება გასცა", - თქვა ჩერნიაკმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთი კვლავ იყენებს ბელორუსის ტერიტორიას მობილიზებული ჯარისკაცების მოსამზადებლად, მაგრამ არ აქვს საკმარისი ძალები და საშუალებები, რომ უახლოეს კვირებში ამ მიმართულებით უკრაინაზე მასიური შეტევა განახორციელოს. 

"დღეს მდგომარეობით, არ არსებობს ჩამოყალიბებული დამრტყმელი ჯგუფები. არ არსებობს ბელორუსიიდან სრულმასშტაბიან შემოჭრის საფრთხე, მაგრამ ეს არის, რა თქმა უნდა, რისკები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ." - განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები