პუტინმა ტელემარათონი გააუქმა, კრემლის სპიკერმა მიზეზები და ახალი თარიღი არ დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ივნისში პირდაპირ ტელემარათონში მონაწილეობას არ მიიღებს, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და ის ქვეყნის მაცხოვრებლების კითხვებს პასუხობს. ამის შესახებ მისმა პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, იუწყება "ინტერფაქსი."

პრესკონფერენციაზე პესკოვს სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა ინფორმაციაზე, რომ "პირდაპირი ეთერი" ტრადიციულად ივნისში გაიმართება და მასში მონაწილეობას ოკუპირებული დონბასის მაცხოვრებლები და სამხედროები მიიღებენ.

"პირდაპირი ეთერი ამ თვეში ვერ იქნება. თქვენი ნათქვამის მეორე ნაწილიც არ შეიძლება მოხდეს", - საპასუხოდ განაცხადა პუტინის სპიკერმა.

2001 წლიდან პუტინი წელიწადში ერთხელ ატარებს ტელემარათონებს, სადაც მოსახლეობის კითხვებს პასუხობს. მსგავსი "პირდაპირი ეთერები" 2004, 2012 და 2020 წლებში არ შედგა.

2021 წელს, ჟურნალისტებმა მის ტელემარათონის მიმართვაში შეცდომები და ცრუ დაპირებები დააფიქსირეს.

მან ორჯერ გაიმეორა, რომ "500 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა შეღავათიანი იპოთეკური სესხით" და ამ "500-მა მილიონმა ადამიანმა" სესხი აიღო წელიწადში 2.5%-ად. მაგრამ რეალურად რუსეთში მხოლოდ 144 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და პროცენტული მაჩვენებელიც 6.5% იყო.

მსგავსი სიახლეები