პუტინმა თქვა, რომ უკრაინისგან "საიდუმლო წინადადება" მიიღო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა BRICS-ის სამიტზე განაცხადა, რომ თურქეთის წარმომადგენელმა გაეროს გენერალური ასამბლეის სექტემბრის სესიაზე, ნიუ-იორკში, ერთგვარი წინადადება მიიღო უკრაინისგან რუსეთისთვის. მან ეს ინფორმაცია კრემლს გადასცა.
პუტინმა ამ წინადადების შინაარსი არ დააკონკრეტა.
"თურქეთი ასევე გამოვიდა ინიციატივით შავ ზღვაში არსებული ვითარების შესახებ: უზრუნველყოს უსაფრთხო ნაოსნობა, გააფორმოს გარკვეული შეთანხმებები ბირთვული ენერგიის ობიექტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით." - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ის დათანხმდა წინადადებას, მაგრამ მაშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამარჯვების გეგმა გამოაქვეყნა. ამან, კრემლის ხელმძღვანელის აზრით, გააქრო მოლაპარაკებების შესაძლებლობა.
როდესაც მას უკრაინასთან ომის დასრულების შანსების ერთიდან ათამდე შეფასება სთხოვეს, პუტინმა თქვა, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნია რაიმე რიცხვის ან ქულის დასახელება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდასხმების შეჩერებამ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებსა და სატვირთო გემებზე შეიძლება გზა გაუხსნას მოლაპარაკებებს ომის დასასრულებლად და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება კონფლიქტის დეესკალაციისკენ.