პუტინს სჯერა, რომ უკრაინაში გაიმარჯვებს - NYT

რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია რომ უკრაინის ომში გაიმარჯვებს, წერს რუსი ანალიტიკოსი ტატიანა სტანოვაია გამოცემა New York Times-ში.

მაისის ბოლოს პუტინი დარწმუნდა, რომ გრძელვადიანი პერსპექტივაში უკრაინის სამხედრო კამპანიას წარმატებით დაასრულებს, წერს სტანოვაია.

ექსპერტის თქმით, რუსეთის ლიდერი სამოქმედო გეგმას სამი ძირითადი მიმართულებით განიხილავს.

პუტინის პირველ მიზანს დონეცკის და ლუჰანსკის რესპუბლიკების სრული ოკუპაცია წარმოადგენს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის გეგმებში ანექსირებულ ყირიმთან სახმელეთო მისასვლელის შენარჩუნებაც წარმოადგენს.

მეორე ამოცანას კიევის მხრიდან სრული კაპიტულაციის გამოცხადება წარმოადგენს, ხოლო მესამე - „ახალი მსოფლიო წესრიგის“ მშენებლობაა.

„ადრე თუ გვიან, პუტინი რეალობას გაუსწორებს თვალს - სწორედ ამ დროს იქნება ის ყველაზე საშიში“, - წერს სტანოვაია.

ექსპერტის განცხადებით, თუ დასავლეთს რუსეთთან „კატასტროფული შეტაკების“ თავიდან აცილება სურს, მათ პუტინის მსოფლმხედველობა „უნდა გაიგონ“.

მსგავსი სიახლეები