ქრთამის აღებისთვის უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დააკავეს

უკრაინის ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ქრთამის აღებისას უკრაინის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ვსევოლოდ კნიაზევი დააკავეს.

ამის შესახებ უკრაინის ანტი-კორუფციული ბიურო წერს.

ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელის მიერ დაახლოებით 3 მილიონი დოლარის ქრთამის აღება დააფიქსირა.

НАБУ წერს, რომ გამოძიება გრძელდება.

ანტიკორუფციულმა ბიურომ დაადასტურა, რომ "უზენაეს სასამართლოში მასშტაბური კორუფცია" გამოვლინდა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების მიერ უკანონო სარგებლის მიღების სქემა.

ბიუროში განაცხადეს, რომ დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ, მაგრამ თანხის ფოტო უკვე გამოქვეყნდა.

ვსევოლოდ კნიაზევი უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი 2021 წლის 1 დეკემბრიდან არის. 25 მაისს ის 44 წლის გახდება.

მსგავსი სიახლეები