რა გამოხმაურებები და შეფასებები მოჰყვა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს
საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის (CESKO) მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ხმათა უმრავლესობა - 53,931% მიიღო.
თუმცა, მმართველმა გუნდა არჩევნებში გამარჯვება პრო-სახელისუფლება “გორბის” მიერ ჩატარებული ეგზიტ პოლების მიხედვით დაიწყო.
“ქართული ოცნების” სათავო ოფისში შეკრებილ ხალხს ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით მიმართა:
„მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას და მთელს საქართველოს, ჩვენს ამომრჩეველს, რომელიც გულწრფელად, ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია" - განაცხადა ივანიშვილმა.
განსხვავებულ შედეგები აჩვენა Edison Research-ის და Harris X-ის მიერ ჩატარებულმა ეგზიტ პოლებმა, რომელთა მიხედვით, 4-ი ოპოზიციური პარტიის ჯამურმა რაოდენობამ ხმათა უმრავლესობა აიღო.
არჩევნების შედეგებიდან 48 საათის გასვლის შემდეგ, გადავხედოთ, თუ ვინ მიულოცა გამარჯვება "ქართულ ოცნებას", რა გამოხმაურებები და შეფასებები მოჰყვა რუსეთიდან და საქართველოს დასავლელი პარტიორებისგან.
საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები
უთო/ოდირი - “ადგილი ჰქონდა დაშინებას, ზეწოლას, იძულებას, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებსა და ეკონომიკურად მოწყვლად ადამიანებზე - ეს ზრდის ეჭვებს, რამდენად შეძლო ზოგმა ამომრჩეველმა, თავისუფლად მიეცა ხმა, შიშის გარეშე”.
ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი - “კენჭისყრის დღეს რაც ვნახეთ, ამან შეიძლება ძირი გამოუთხაროს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში”.
IRI - „გავოცდი, თუ რა მასშტაბით ხდებოდა ამომრჩევლის დაშინება და ზეწოლა”.
NDI - დაფიქსირდა სერიოზული დარღვევების მნიშვნელოვანი ზრდა, მათ შორის ძალადობა, ამომრჩეველთა დაშინება და ბიულეტენების ჩაყრის შემთხვევები
ნატოს მისიის ხელმძღვანელი - “დაშინება, ხმის ფარულობის დარღვევა, არათანაბარი სათამაშო მოედანი და განხეთქილების შემომტანი რიტორიკა - მე ეს საკითხები მაწუხებდა - არჩევნები ერთი კრიტიკული ტესტი იყო, შედეგები მეორე ტესტი იქნება”.
ISFED - "არჩევნების შედეგები ვერ განიხილება საქართველოს ამომრჩევლის ნების გამოხატულებად".
ვინ მიულოცა „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება?
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი - "ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და “ქართულ ოცნებას” არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას”. (აღსანიშნავია, რომ ორბანმა "ქართულ ოცნებას" გამარჯვება "გორბის" მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტ პოლებზე დაყრდნობით მიულოცა).
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვი - "გულითადად გილოცავთ თქვენს ქვეყანაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გამარჯვებას”.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი - "ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას".
გამოხმაურებები რუსეთის ფედერაციიდან
სერგეი ლავროვი - “რუსეთი მზად არის განიხილოს კონტაქტები, თუ საქართველოს მთვარობას ამის სურვილი ექნება“.
მარგარიტა სიმონიანი - "ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!"
ალექსანდრ დუგინი - "თუ ხარ ქართველი, ცხოვრობ და ხმას აძლევ საქართველოში და საქართველოს. და თუ არ ხარ საქართველოში და ხმას აძლევ იმას, რომ საქართველომ აღარ იარსებოს, რანაირი ქართველი ხარ? ქართულმა ოცნებამ საქართველო BRICS-ში უნდა შეიყვანოს”.
დსთ-ს გენმდივანი - “რუსეთთან თანამშრომლობა ქართველი ხალხის ინტერესებში შედის”
დიმიტრი პესკოვი - "ეს ქართველი ხალხის არჩევანია, მნიშვნელოვანია სხვა ქვეყნები არ ჩაერიონ".
მარია ზახაროვა - "კითხვა მაქვს ზურაბიშვილთან: რით არის ქართული მომავალი ევროპულზე უარესი? საქართველო, შევახსენებ საფრანგეთის მოქალაქეს, საფრანგეთზე ძველია".
გრიგორი კარასინი - “არჩევნები საქართველოში მშვიდობიან ვითარებაში ჩატარდა”.
ალექსეი პუშკოვი - “დასავლეთის გეგმა, საქართველოში ოპოზიციის მხარდაჭერით რეჟიმის შეცვლასთან დაკავშირებით, დაიმსხვრა”.
საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების გამოხმაურებები
აშშ - “ვუერთდებით დამკვირვებლების მოწოდებას, ჩატარდეს საარჩევნო დარღვევების გამოძიება”.
დიდი ბრიტანეთი - “გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ეუთო-ოდირის წინასწარ ანგარიშს საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან”.
გერმანია - “მხარს ვუჭრსთ ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებსა და შეფასებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ”.
საფრანგეთი - “მოველით, რომ ხელისუფლება არჩევნების დარღვევების ბრალდებებს გამოიძიებს”.
ნატო - “დარღვევების შესახებ ცნობები საფუძვლიანად უნდა იყოს გამოძიებული”.
ნორვეგია - “შეშფოთებული ვარ OSCE/ODIHR-ის ანგარიშით არჩევნებზე, რომელიც ასახავს მრავალ დარღვევას, ამომრჩევლების მიმართ ზეწოლას, დაშინებასა და საარჩევენოდ შექმნილ არათანაბარ გარემოს”.
შვედეთი - “შეშფოთებული ვარ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევებით”.
დანია - “მხარს ვუჭერთ ქართველების უფლებას, ჰქონდეთ თავისუფალი არჩევნები”.
ფინეთი - “საქართველოს არჩევნებზე ეუთო/ოდირის ანგარიშით შეშფოთებული ვარ. უამრავი დარღვევა, წნეხი ამომრჩეველზე და არათანაბარი საარჩევნო გარემო”.
პოლონეთი - “საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს”.
ლატვია - “მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რათა გამოძიებული იყოს დარღვევები”.
ლიეტუვა - “რთულია, ეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად მივიჩნიოთ”.
ესტონეთი - “საარჩევნო დამკვირვებლების ცნობები და პრეზიდენტი ზურაბიშვილის განცხადება შეუძლებელს ხდის ჩავთვალოთ, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. არავის აქვს უფლება, მოიპაროს საქართველოს ევროპული მომავალი”.
ჩეხეთი - “შეშფოთებულები ვართ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს დაფიქსირებული დარღვევებით”.
მოლდოვა - “მოლდოვა თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის მებრძოლი ქართველების გვერდით დგას”.
ევროპელი პოლიტიკოსები
შარლ მიშელი - “ცესკო მოვუწოდებთ, დამოუკიდებლად გამოიძიოს საარჩევნო დარღვევები“.
ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ბენჟამინ ჰადადი - “არჩევნების სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიში წნეხსა და მუქარაზე მიანიშნებს”.
ბორის ჯონსონი - “საქართველოში არჩევნები პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა”.
ჯო უილსონი - “მოვუწოდებ სახელმწიფო დეპარტამენტს, შეისწავლოს არჩევნების გაყალბების ბრალდებები”.
ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი - “ძალიან საგანგაშო ცნობებია, რამდენად სამართლიანი და თავისუფალი იყო არჩევნები”.
პოლონეთის პრეზიდენტი - “პოლონეთი ურყვეად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”.
ლატვიის პრეზიდენტი - “ქართველ ხალხს ევროპული ოცნება აქვს, არავის აქვს დაშინებისა და მანიპულაციის მეშვეობით ამ ოცნების მოპარვის უფლება”.
ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე - “სასოწარკვეთით ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებისთვის “ქართულმა ოცნებამ” ტოქსიკური საარჩევნო გარემო შექმნა, რომელიც შორსაა დემოკრატიისგან”.
რობინ ვაგენერი - “საქართველოს მთავრობამ საპარლამენტო არჩევნებისთვის თანაბარი პირობები ვერ უზრუნველყო - კიდევ ერთხელ: ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაცია არ იქნება, თუ მთავრობა დარჩება ამჟამინდელ ავტორიტარულ კურსზე”.
ლინას ლინკევიჩუსი - “საქართველოში არჩევნები გაყალბდა, როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიცია არ დანებდეს - რუსეთის სიხარული, რომ ქართველებს ევროპა არ სჭირდებათ, ნაადრევი”.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე - “შეშფოთებით აღვნიშნავთ ცნობებს საქართველოში არჩევნების დროს გამოვლენილი სხვადასხვა დარღვევების შესახებ”.
ევროპარლამენტარი მარკეტა გერგოროვა - “ვფიქრობ, დარღვევები, რომლებიც ვიხილეთ, ძალიან სერიოზულია საიმისოდ, რათა უბრალოდ ვთქვათ, რომ არჩევნებმა აბსოლუტურად პრობლემების გარეშე ჩაიარა”.