რამდენი ჟურნალისტი მოკლეს ღაზის სექტორში?
2023 წლის 7 ოქტომბერს, ჰამასის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომელის ფარგლებშიც, ღაზაში დაახლოებით 25 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.
მათ შორის, არაერთი ჟურნალისტია, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციის თქმა რთულია.
ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის (CPJ) მონაცემების თანახმად, ისრაელის სამხედრო ოპერაციას 85 მედია მუშაკი შეეწირა, საიდანაც 78 პალესტინელი იყო. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) მიხედვით, ამ დრომდე 99 ჟურნალისტი გარდაიცვალა, საიდანაც იყო 92 პალესტინელი.
მკვეთრად დაბალია ეს მაჩვენებელი რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს ანგარიშით, სადაც 20 ჟურნალისტია დასახელებული.
ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში ამხელა სხვაობა იმით აიხსნება, რომ CPJ და IFJ მხოლოდ ჟურნალისტებს არ ითვლის და მათ შორის თარჯიმანების, მძღოლებისა და დამხამრეების მაჩვენებელბიც შეყავს. ყველასი, ვინც ველზე ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების დროს მოკლეს.
რთულია იმის მტკიცება, რომ ღაზაში მოკლული ჟურნალისტები ისრაელის სამხედრო ძალებისთვის წინასწარი სამიზნეები იყვნენ, თუმცა ზემოთ ნახსენები ორგანიზაციები, ამ საკითხზე გამოძიების დაწყებას მოითხოვენ.