"რამშტაინის" ფორმატში შემდეგი შეხვედრა 21 აპრილს შედგება
უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის ახალი შეხვედრა 21 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ
"რადიო თავისუფლება" ევროპაში აშშ-ის საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით წერს.
თავდაცვის მინისტრების სამიტი ტრადიციულად გერმანიაში, რამშტეინის საჰაერო ძალების ბაზაზე გაიმართება.
"აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი გეგმავს პირადად უხელმძღვანელოს უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას რამშტეინის საჰაერო ძალების ბაზაზე, 2023 წლის 21 აპრილს", - ნათქვამია განცხადებაში.
საჰაერო ძალებში აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე მოწვეული არიან მინისტრები და არმიის ოფიციალური პირები მთელი მსოფლიოდან, რათა განიხილონ "უკრაინაში მიმდინარე კრიზისი და აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებული სხვადასხვა უსაფრთხოების გამოწვევები."
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრიორიტეტად საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო თვითმფრინავები, ჯავშანტექნიკა, დრონები და 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები რჩება.