РБК-Україна: ფრონტზე რუსეთის უპირატესობა სააერტილერიო ჭურვებში 1:3-მდე შემცირდა

ბოლო კვირების განმავლობაში ფრონტზე რუსეთის საოკუპაციო არმიის უპირატესობა 1:3-მდე შემცირდა. 

ინფორმაციას ამის შესახებ РБК-Україна უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ამავე წყაროების ცნობით, მიმდინარე წლის დასაწყისში რუსეთის უპირატესობა ნასროლ საარტილერიო ჭურვებში 1:7-ზე იყო. თებერვლის მიწურულს ვოლოდომირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის არმიის იერიშის შესაჩერებლად საარტილერიო ცეცხლში რუსეთის უპირეტესობის განახევრება საკმარისი იქნებოდა. 

კონტექსტი

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მიიღო ე.წ. ჩეხური ინიციატივის ფარგლებში შეძენილი საარტილერიო ჭურვების პირველი პარტია. 

საუბარია ჩეხეთის პრემიერ, პეტრ პაველის ინიციატივაზე, რომელიც მოკავშირე ქვეყნებში 155 მილიმეტრის კალიბრის 500 ათასი და 125 მილიმეტრი კალიბრის 300 ათასი ჭურვის შეძენაზე. 

დასავლელი სამხედრო ექსპერტების შეფასებით ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან შეჩერებული სამხედრო დახმარების ფონზე გასულ თვეებში რუსეთის უპირატესობა საარტილერიო ცეცხში 1:5-თან იყო. 

გარდა ამისა ЗСУ გასულ თვეებში განიცდიდნენ ცოცხალი ძალისა და საჰაერო თავდაცვის საზენიტო რაკეტების მწვავე დეფიციტს. 

 

 

მსგავსი სიახლეები