რეკორდული სიცხეების შედეგად ჩრდილოეთ ამერიკაში ათობით ადამიანი დაიღუპა, ასობით - ჰოსპიტალიზირებულია
ოთხშაბათს ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში უპრეცედენტო სიცხეების შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა.
ორშაბათს ქალაქში 46.6 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა, რაც ყველა დროის რეკორდია. ასეთივე მაღალი იყო ტემპერატურა ქალაქ სიეტლში - 42 და ვაშინგტონში - 47.7.
ორეგონის შტატის პოლიციამ განაცხადა, რომ რეკორდული სიცხე ჯამში მინიმუმ 63 გარდაცვალების შემთხვევის მიზეზად სახელდება, თუმცა საგამოძიებო ორგანოები ამ რიცხვს აზუსტებენ.
სამშაბათს სიცხის შედეგად გამოწვეული გართულებებით შტატის საავადმყოფოებს 506-მა ადამიანმა მიმართა, ოთხშაბათს - 251-მა. ვაშინგტონის შტატში კი 1 648 ადამიანის ჰოსპიტალიზება მოხდა.