Reuters: ახმეტოვმა მარიუპოლის აღდგენის პირობა დადო
უკრაინელმა ბიზნესმენმა რინატ ახმეტოვმა Reuters-თან განაცხადა, რომ მისი კომპანია Систем Кэпитал Менеджмент (СКМ) მთავარ როლს შეასრულებს უკრაინის ომის შემდგომ რეკონსტრუქციაში, როგორც ქვეყნის ყველაზე დიდი კომპანია.
ახმეტოვმა პირობა დადო, რომ მარიუპოლის აღდგენაში მონაწილეობას მიიღებს, რომელიც მსოფლიო ტრაგედია და გმირობის მაგალითი გახდა. მან აღნიშნა, რომ მისთვის მარიუპოლი იყო და ყოველთვის იქნება უკრაინული და დარწმუნებულია, რომ უკრაინელი სამხედროები ქალაქის დაცვას გააგრძელებენ.
ბიზნესმენმა გაიხსენა, რომ ის უკრაინაში 23 თებერვალს დაბრუნდა, ქვეყანაში რჩება და ყოველდღიურად ინარჩუნებს კონტაქტს Метинвест-ის ხელმძღვანელებთან. სწორედ მისი კომპანია მართავს მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხნებს Азовсталь-ს და ილიჩის სახელობის ქარხანას.
"ჩემი მიზანია დავბრუნდე უკრაინულ მარიუპოლში და განვახორციელო ჩვენი გეგმები, რათა მარიუპოლის ფოლადმა, როგორც ადრე, შეძლოს კონკურენტუნარიანი იყოს მსოფლიო ბაზარზე", - ციტირებს ახმეტოვს სააგენტო.
ის დარწმუნებულია, რომ უკრაინას დასჭირდება უპრეცედენტო საერთაშორისო რეკონსტრუქციის პროგრამა, "მარშალის გეგმა". ასევე ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ მას სჯერა ომში გამარჯვების შემდეგ უკრაინა იქნება თავისუფალი, ევროპული, დემოკრატიული და წარმატებული.
ახმეტოვი ყველაზე მდიდარი უკრაინელია. ფორბსის ვერსიით ოლიგარქის ქონება 7.6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.