საფრანგეთი უკრაინას AMX-10-ის ტიპის მსუბუქი ტანკების გადაცემას დაჰპირდა - Reuters

ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის ფრანგული წარმოების AMX-10RC-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემას დაჰპირდა, რომელიც მსუბუქი ტანკის კლასში შედის. 

Reuters-ის ინფორმაციით ამის შესახებ მაკრონმა ზელენსკის ცოტა ხნის წინ გამართული სატელეფონო საუბრისას შეატყობინა.

საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს არ განუმარტავს თუ როდის და რამდენ დანადგარს მიიღებს უკრაინა.

კონტექსტი

AMX-10-RC საფრანგეთის სახელმწიფო კომპანია GIAT-ის დანადგარია, რომელიც 1980-იანი წლებიდან იწარმოება. ამ დროისთვის საფრანგეთის არმიის განკარგულებაში სულ 240 ასეთი მსუბუქი ტანკია. 

ტანკი აღჭურვილია 105 მილიმეტრიანი ლულით და ტყვიამფრქვევით. აღნიშნული ტანკი როგორც წესი სახიფათო გარემოში სადაზვერვო მისიებისა და საცეცხლე მხარდაჭერისთვის გამოიყენება. 

 

მსგავსი სიახლეები