Reuters: სი ძინფინგი რუსეთს მომავლ კვირას ესტუმრება

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინფინგი მომდევნო კვირას რუსეთში გამგზავრებას და ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გეგმავს. 

ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს. 

ვიზიტი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ჩინეთის მთავრობამ შუამავლის როლის მორგება სცადა და მიზნად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა დიასახა, რასაც უკრაინასა და დასავლეთში, სკეპტიკურად უყურებენ.  

ვლადიმერ პუტინმა თებერვალში განაცხადა, რომ სი ძინფინგის ვიზიტი შეთანხმებული იყო, თუმცე კონკრეტული დრო არ დაუსახლებელია. ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ ჩინეთის ლიდერი რუსეთს უფრო გვიან ესტუმრებოდა. 

შესაძლო ვიზიტის შესახებ, პეკინსა და მოსკოვში ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა. 

კონტექსტი

თებერვალში მოსკოვს ესტუმრა ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიპლომატი და პოლიტბიუროს წევრი ვან ი. დიპლომატის ვიზიტი დაემთხვა ჩინეთის მიერ წარდგენილ ე.წ. სამშვიდობო გეგმას, რომელიც 24 თებერვალს გამოქვეყნდა და რომელსაც დასავლეთში სკეპტიკურად შეხვდნენ. 

გასული წლის 4 თებერვალს ვლადიმირ პუტინი პეკინში სი ძინფინგს შეხვდა, რომელზეც მხარეებმა ულიმიტო მეგობრობის შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. 

სი ძინფინგი და ვლადიმირ პუტინი ერთმანეთს ჯამურად 39-ჯერ შეხვდნენ, მათ შორის ბოლო შეხვედრა გასული წლის სექტემბერში უზბეკეთში გაიმართა. 

დღეს, 13 მარტს ჩინეთში დაიხურა საპარლამენტო სესია, რომელმაც სი ძინფინგი დაამტციკა უპრეცედენტო მესამე ვადაზე. 

გასულ კვირებში დასავლური წყაროები წერდნენ, რომ ჩინეთი რუსეთისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაგზავნას განიხილავს, მათ შორის საარტილერიო ჭურვებისა და დრონების. 

მსგავსი სიახლეები