რეზნიკოვი აეროდრომზე მომხდარ აფეთქებებზე: ძალიან საშიშია სახიფათო ადგილებში მოწევა

11 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 9 აგვისტოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე მომხდარი აფეთქებების შესახებ კომენტარი 11 აგვისტოს დანიური ტელეარხი DR-ის ეთერში გააკეთა.

"ჩემი პასუხი მარტივია: მიმაჩნია, რომ საქმე ამ ბაზაზე მყოფი ჯარისკაცების მიერ წესების დარღვევაშია. ისინი ალბათ ერთდროულად ყრიდნენ სიგარეტებს სხვადასხვა ადგილას და შედეგიც დავინახეთ. სახიფათო ადგილებში მოწევა ძალიან საშიშია", - განაცხადა მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს სურს ნახოს სატელიტური სურათები, რათა შეაფასოს აფეთქებების შედეგები.

"ვფიქრობ, მათ [რუსმა სამხედროებმა] დაკარგეს რამდენიმე თვითმფრინავი, ბომბი, რაკეტები და ასე შემდეგ... მინდა ვთქვა, რომ მათ ეს აეროდრომი გამოიყენეს უკრაინის წინააღმდეგ, რომ გვბომბავდნენ და ისროდნენ ჩვენსკენ. ისინი ისროდნენ ფრთოსან და ბალისტიკურ რაკეტებს. ეს იყო საკვანძო ბაზა უკრაინისთვის უბედურების მოსატანად", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

10 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობამ ფეისბუქზე განაცხადა, რომ ნოვოფედოროვკაში, საკის აეროდრომზე ცხრა რუსული თვითმფრინავი განადგურდა.

მსგავსი სიახლეები