უკრაინა: ნოვოფედოროვკაში ცხრა რუსული თვითმფრინავი განადგურდა
9 აგვისტოს აფეთქებების შედეგად ოკუპირებულ ყირიმში, საკის სამხედრო აეროდრომზე რუსებმა ცხრა თვითმფრინავი დაკარგეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა ფეისბუქზე 10 აგვისტოს ავრცელებს.
ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სპიკერმა იური იგნატმა ერთიანი ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ სავარაუდოდ აეროდრომზე საავიაციო იარაღის საწყობიც განადგურდა.
"საკი! მინუს ოკუპანტების ცხრა თვითმფრინავი", - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი დილის შეჯამებაში.
იგნატმა დააზუსტა, რომ საკის აეროდრომზე Su-30SM, Su-24, Il-76 და დამპყრობლების სხვა თვითმფრინავები იდგნენ. ისინი ამ თვითმფრინავებს მუდმივად იყენებდნენ საჰაერო სივრცეში პატრულირებისთვის უკრაინის ტერიტორიაზე და შავ ზღვაზე.
"ვიდეოკადრებზე ჩანს, რომ საავიაციო იარაღის საცავი აფეთქდა, რადგან აფეთქება სერიოზული იყო", - განმარტა მან.
რომელი თვითმფრინავები განადგურდა აფეთქების შედეგად, უკრაინის შეიარაღებული ძალები არ აზუსტებს.