რეზნიკოვი გერმანიისგან იარაღის მიღებაზე: კარგ ამბებს ველოდები

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი გერმანიის თავდაცვის მინისტრ ქრისტინ ლამბრეხტს ესაუბრა. ამის შესახებ მან Twitter-ზე 12 ივლისს დაწერა.

"მე მქონდა ნაყოფიერი საუბარი ჩემ კოლეგა ქრისტინ ლამბრეხტთან. განვიხილეთ უკრაინისთვის გერმანული იარაღის მიწოდება, რაც გააძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას. მადლობა ჩვენს გერმანელ პარტნიორებს უკრაინის მხარდაჭერის მუდმივი ერთგულებისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით უახლოეს მომავალში სასიხარულო ამბებს უკრაინაში," - განაცხადა მან.

2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გერმანიამ შეცვალა პოზიცია კონფლიქტის ზონებში იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით და დათანხმდა უკრაინას იარაღის მიწოდებაზე.

ივნისში უკრაინამ 12 თვითმავალი ჰაუბიცა Panzerhaubitze 2000 მიიღო გერმანიიდან და ნიდერლანდებიდან.

გერმანული ტაბლოიდი Bild-ის ცნობით, გერმანია უკრაინას 675 მილიონი ევროს ღირებულების იარაღს დაჰპირდა, მაგრამ მხოლოდ 39.9% მიაწოდა.

მსგავსი სიახლეები