რეზნიკოვი: HIMARS-ებით ოკუპანტების შეიარაღების 50 საწყობი გავანადგურეთ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამერიკული HIMARS-ების ეფექტურობაზე საუბრობს - რეზნიკოვის თქმით, აშშ-ს მიერ გადაცემული საარტილერიო დანადგარების გამოყენებით უკრაინის არმია ოკუპანტების საბრძოლო მასალების საწყობებს ეფექტურად ანადგურებენ. 

რეზნიკოვის თქმით, ამ დროისთვის ამერიკული დანადგარებით განადგურებულია 50-მდე შეიარაღების საწყობი. 

"ეს წყვეტს ოკუპანტების ლოჯისტიკურ ჯაჭვებს და ართმევს მათ შესაძლებლობას აწარმოონ აქტიური საბრძოლო მოქმედებები და ჩვენი შეიარაღებული ძალები მოაქციონ მასირებული არტილერიული ცეცხლის ქვეშ",- თქვა რეზნიკოვმა. 

HIMARS ამერიკული წარმოების რეაქტიული ზალპური ცეცხლის დანადგარია, რომელიც მაღალი მობილურობით, სისწრაფითა და სიზუსტით გამოირჩევა. 

ამ დანადგარების პირველი ეგზემპლარები უკრაინამ დაახლოებით 1 თვის წინ მიიღო, რის შემდეგაც რუსეთის არმიის საბრძოლო მასალების საწყობები მიზანმიმართული განადგურება დაიწყო. 

აღნიშნულმა შეიარაღებამ უკრაინის არმიას მისცა საშუალება იმოქმედოს უფრო შორეულ მანძილზე, მიიტანოს შეტევები მტრის საწყობებზე, სამეთაურო პუნქტებსა და ხიდებზე. 

 

მსგავსი სიახლეები