რეზნიკოვი: ომის ახალ, უფრო ხანგრძლივ ფაზაში შევდივართ

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ფრონტებზე შექმნილ სამხედრო და ომის თითქმის სამი თვის განმავლობაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას აფასებს. 

რეზნიკოვის თქმით რუსეთმა უკვე განიცადა სტრატეგიული მარცხი და უკრაინის წინააღმდეგობამ ოკუპანტები აიძულა სტრატეგიული მიზნებიდან  მასშტაბი ოპერატიულ-ტაქტიკურ დონემდე შეემცირებინა. 

"ამ ფონზე ჩვენ ომის ახალ, უფრო ხანგრძლივ ფაზაში შევდივართ. რუსეთმა უკვე განიცადა სტრატეგიული მარცხი - მტერმა ვერ გაანადგურა უკრაინის სახელმწიფო სამხედრო გზით და ვერ შეცვალა ხელისუფლება",- წერს რეზნიკოვი. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში მიღებული შეიარაღება ქვეყანას საშუალებას მისცემს შეაიარაღოს 1 მილიონამდე მებრძოლი. 

რეზნიკოვის თქმით, მოხალისეებმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ომის პირველ ფაზაში და სისტემამ თავისი ეფექტურობა აჩვენა. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, ქვეყანას ომში გამარჯვების სერიოზული შანსი აქვს, თუმცა ამისთვის საჭირო იქნება რესურსების სწორი გადანაწილება და შეცდომების მაქსიმალურად დაზღვევა.  

მსგავსი სიახლეები