რეზნიკოვი ოსტინს ესაუბრა: ამერიკის თავდაცვის მდივანს ძალიან კარგი ამბავი აქვს
.jpg)
უკრაინისა და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრებმა ოლექსი რეზნიკოვმა და ლოიდ ოსტინმა ტელეფონით განიხილეს უკრაინის თავდაცვის მრჩეველთა ჯგუფის მოახლოებული შეხვედრა. ამის შესახებ რეზნიკოვმა Twitter-ზე განაცხადა.
"ჩვენს დიდ მეგობარ ლოიდ ოსტინთან განვიხილეთ მომავალი შეხვედრა რამშტაინის ფორმატში", - წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.
მისი თქმით, კოლეგები შეხვედრის დღის წესრიგზე შეთანხმდნენ და უკრაინაში შემოსული იარაღის კონტროლის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს.
"ასევე, აშშ-ის თავდაცვის მდივანს აქვს ძალიან კარგი სიახლე, მაგრამ დეტალები ცოტა მოგვიანებით იქნება", - წერს რეზნიკოვი.
უკრაინის თავდაცვის მრჩეველთა ჯგუფის მეოთხე შეხვედრა ოთხშაბათს, 20 ივლისს, ონლაინ რეჟიმში გაიმართება.