რეზნიკოვი: რუსეთმა ელექტრონული ომის საშუალებებით HIMARS-ის რაკეტების ჩახშობა მოახერხა

ელექტრონული საომარი სისტემების დახმარებით რუსმა დამპყრობლებმა მოახერხეს ამერიკული HIMARS-ის სარაკეტო სისტემის მიერ მათ პოზიციებზე ნასროლი რაკეტების ჩახშობა.

ამის შესახებ 5 ივლისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა Financial Times-თან კომენტარში განაცხადა.

მისი თქმით, GPS-ით მართული რაკეტები "უაღრესად ზუსტია," მაგრამ ოკუპანტების მძლავრი რადიოელექტრონული სისტემები მათი დაბლოკვის გზებს პოულობენ.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ "რუსები კონტრზომებს იღებენ," რის შესახებაც უკრაინულმა მხარემ პარტნიორებს უკვე აცნობა.

"ისინი, თავის მხრივ, ქმნიან ახალ კონტრზომას ამ კონტრზომის წინააღმდეგ," - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, 4 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინაში დამპყრობლებს ჯერ "არც ერთი HIMARS არ გაუნადგურებიათ."

მსგავსი სიახლეები