რეზნიკოვი: უკრაინამ ახალი ბაირაქტარები უკვე მიიღო

უკრაინის მოკავშირეები რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში არ წყვეტენ ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას. ამის შესახებ 2 მარტს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა დაწერა.

რეზნიკოვმა თქვა, რომ 1 მარტს აშშ-ს თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს ესაუბრა.

"გამოცდილი ამერიკელი სამხედროებიც კი გაოგნებული არიან ჩვენი ქვეყნის დამცველების პროფესიონალიზმითა და ჩვენი ხალხის გამძლეობით", - თქვა მან.

მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინისადმი სამხედრო დახმარება მუდმივად იზრდება, მათ შორის იმ ქვეყნებისგან, რომლებიც ადრე უარს ამბობდნენ იარაღის მიწოდებაზე.

"ახალი ბაირაქტარები უკვე მივიღეთ და ბრძოლაში ჩაერთნენ. ასევე მივიღებთ სტინგერებსა და ჯაველინებს. ევროპა გვაწვდის თავდაცვისთვის კრიტიკულად აუცილებელ შეიარაღებას. ჩვენ ვართ თავისუფალი სამყაროს წინა ხაზზე", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

 

 

მსგავსი სიახლეები