რეზნიკოვი: უკრაინამ კიდევ ოთხი HIMARS მიიღო

აშშ-ს სამხედრო დახმარების ფარგლებში უკრაინაშ კიდევ ოთხი მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემა HIMARS ჩავიდა. ამის შესახებ 11 ოქტომბერს Twitter-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

"ჩამოვიდა დამატებით ოთხი HIMARS ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან!" – დაწერა მან ოთხშაბათს ღამით.

რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, პენტაგონის ხელმძღვანელს ლოიდ ოსტინს და ამერიკელ ხალხს.

"HIMARS-ის დრო: კარგი დრო უკრაინელებისთვის და ცუდი დრო ოკუპანტებისთვის. კარგი ამბავი რამშტაინ 6-ის წინა დღეს, სადაც ხვალ მივდივარ. უფრო მეტი იქნება", - თქვა თავდაცვის მინისტრმა.

28 სექტემბერს პენტაგონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში უკრაინას 1.1 მილიარდი დოლარის თავდაცვით დახმარებას გადასცემს. მოგვიანებით, იმავე დღეს, აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა განმარტა, რომ აშშ მწარმოებლისაგან 18 HIMARS-ს შეიძენს და მათ მიწოდებას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს.

მსგავსი სიახლეები