რეზნიკოვი: უკრაინამ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M270-ები მიიღო

უკრაინამ მიიღო ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა M270. ამის შესახებ 15 ივლისს Twitter-ზე უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

"ისინი [M270-ები] HIMARS-ებს კარგი კომპანიას გაუწევენ ბრძოლის ველზე. მადლობა ჩვენს პარტნიორებს. მტერს არ დავინდობთ", - წერს მინისტრი.

M270 არის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ბრედლის ჯავშანმანქანის ბაზაზე, აქვს ორი გამშვები კონტეინერი, რომელთაგან თითოეული შეიძლება აღჭურვილი იყოს ერთი ან ექვსი რაკეტით, მათი მაქსიმალური დიაპაზონი: 32, 45, 70 და 300 კმ-ია.

დიდმა ბრიტანეთმა 6 ივნისს განაცხადა, რომ აპირებს სამი M270 გადასცეს უკრაინას. იარაღის სიაში, რომელსაც გერმანია უკრაინას მიაწოდებს, ასევე შედის სამი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა Mars. 29 ივნისს ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა თანამშრომლობს დიდ ბრიტანეთთან უკრაინისთვის სამი M270-ის გადაცემის თაობაზე.

მსგავსი სიახლეები