რეზნიკოვი: უკრაინაში დამზადებული ტანკები ფრონტისთვის მზადაა

უკრაინის თავდაცვის მინსიტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში, მისი ქვეყნის თავდაცვის ძალები უკრაინაში დამზადებულ ტანკებს ბრძლაში გამოიყენებენ. 

ოლექსი რეზნიკოვმა ვიდეო გაავრცელა, სადაც იგი უკრაინული ტანკის ტესტირებაში იღებს მონაწილეობას. 

"სასიამოვნოა იმ აღჭურვილობის შემოწმება, რომელიც ფრონტის ხაზზე იგზავნება, თუმცა როდესაც საქმე უკრაინაში დამზადებულ აღჭურვილობას ეხება, სიამოვნების გრძნობა გაცლებით უფრო იზრდება."- განაცხადა მინისტრმა.  

ოპლოტი - ასე ჰქვია ტანკს, რომელის წარმოებაც ხარკივში მიმდინარეობს და მსგავსია საბჭოთა პერიოდში წარმოებული  T-84-ის მოდელის ტანკის. 

დასავლელი მიმომხილველების შეფასებით, ახალ უკრაინული ტანკი სწრაფი და მოხერხებულია. თავად ოლექსეი რეზნიკოვს არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის ტანკი იქნება საბრძოლო მოქმედებებში გაგზავნილი. 

 

მსგავსი სიახლეები