რუბიო ხელს აწერს დიდი შვიდეულის განცხადებას უკრაინის ურყევი მხარდაჭერის შესახებ

კვებეკში გამართულ შეხვედრაზე დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკრაინის შესახებ ერთობლივი განცხადების ტექსტი შეათანხმეს - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე ერთობლივი განცხადების შეთანხმება ტრამპის ადმინისტრააციის განსაკუთრებული პოზიიის გამო გაჭიანურდა. 

State of Play: განცხადებაში, რომელშიც საუბარია უკრაინის "ურყევი მხარდაჭერი და ტეროტირიული მთლიანობის დაცვის შესახებ, ხელს აწერს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო. 

  • "მინისტრები გამოხატავენ მადლიერებას უკრაინის მიმართ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მზაობის მიმართ და მოუწოდებენ რუსეთს დაეთანხმოს ინიციატივას და სრულად შეასრულოს ის"- აღნიშნულია ერთობლივ ტექსტში

  • კომუნიკეში ნათქვამია, რომ რუსეთის უარის შემთხვევაში მინისტრებმა განიხილეს დამატებითი სადამსჯელო ზომები - რუსულ ნავთობის საფასო ჭერის შემცირება და სანქციები ფინანსური სექტორის წინააღმდეგ

  • განიხილებოდა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებიც, რათა გამოირიცხოს რუსეთის ახალი აგრესია, რაც მოხსენიებულია როგორც "მძლავრი და დამაჯერებელი მომზადება უსაფრთხოების სფეროში."  

 

Why it Matters: გასული 1 თვის განმავლობაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მკვეთრად შეცვალა საჯარო რიტორიკა რუსეთის მიმართ, რომელიც ნაკლებად კონფრონტაციული გახდა. 

  • ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ომის მესამე წლისთავზე ვაშინგტონის მიერ გაეროში დაფიქსირებული პოზიცია გახდა - 25 თებერვალს აშშ-მ ორჯერ მისცა ხმა რუსეთთან ერთად, პირველად როდესაც მოსკოვის მსგავსად არ დაუჭირა მხარი ევროკავშირისა და უკრაინის მიერ შედგენილ რეზოლუციას. 

  • მეორედ როდესაც, უსაფრთხოების საბჭოში გახდა რეზოლუციის თანა-ავტორი და მხარდაჭერი, რომელიც მხარეების ომის დასრულებისკენ მოუწოდებდა და არ შეიცავდა რუსეთის კრიტიკას.

  • ამავე პერიოდში დასავლური მედია წერდა, რომ ვაშინგტონის წარმომადგენლები ბლოკავდნენ დიდი შვიდეულის ერთობლივ განცხადებას, რომელშიც რუსეთი აგრესორად იყო მოხსენიებული. 

  • ვითარება ეპიზოდურად კომიკურიც იყო - განსაკუთრებით სენატში გამართულ მოსმენებზე, როდესაც პენტაგონსა და სხვა უწყებებში დასანიშნი მაღალჩინოსნები არ პასუხობდნენ სენატორების კითხვებს - შეიჭრა თუ არა რუსეთი უკრაინაში.

Context: ტრამპის ადმინისტრაციის რიტორიკის ცვლილების ფონზე, დიდი შვიდეულის განცხადების ერთობლივ ტექსტზე შეთანხმება საყურადღებო მომენტია. 

  • Reuters-ის წყაროების ცნობით, ფორმულირებებზე შეთანხმებაში განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა მარკო რუბიომ, რომელმაც "კომპრომისებისთვის მზაობა გამოავლინა."

 

მსგავსი სიახლეები