რუმინეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ 8 მაისი გამოცხადდა

რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ოთხშაბათს მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღინიშნება.
State Of Play: რუმინეთში გამარჯვების დღის აღნიშვნის თარიღის შეცვლის შესახებ კანონპროექტს 270-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 19-მა თავი შეიკავა.
- "8 მაისი დადგენილია, როგორც მეორე მსოფლიო ომში მსოფლიოს ხალხთა კოალიციის გამარჯვების დღის აღსანიშნავი დღესასწაული," - ნათქვამია ნორმატიულ აქტში.
- პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ისტორიკოსებისა და დასავლელი მოკავშირეების მიერ მიღებულ თარიღსა (8 მაისი) და სოციალისტურ ბანაკში სტალინისა და სსრკ-ის მიერ დაწესებულ 9 მაისის თარიღს შორის არ არის თანხვედრა.
Context: დასავლეთის ქვეყნების უმეტესობა, კერძოდ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, ბალტიისპირეთის ქვეყნები და გერმანია, გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავენ.
- თუმცა, 9 მაისს ისინი აღნიშნავენ ევროპის დღეს - შუმანის გეგმის გამოცხადების წლისთავს.
- 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერ შუმანმა პარიზში ევროპული ინტეგრაციის იდეა გამოთქვა. მისი განხორციელება 1951 წელს დაიწყო, როდესაც ქვანახშირისა და ფოლადის ევროპული გაერთიანება შეიქმნა 6 ქვეყნის (საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ბელგია, ლუქსემბურგი) მონაწილეობით.