რუმინეთში ნატოს ძალებმა დამატებითი ფრანგული სამხედრო ტექნიკა მიიღო

23 ოქტომბერს, რუმინეთში ფრანგული სამხედრო ტექნიკის კოლონები ჩავიდა. ამის  რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

ნატოს ტექნიკა ნადლაკის საგუშაგოდან (უნგრეთის საზღვარზე) ჩავიდა. პირველი კოლონა მსუბუქი ჯავშანტექნიკისგან შედგებოდა, ხოლო მეორეში მძიმე ტექნიკა იქნება.

ტექნიკის ტრანსპორტირება 18 ოქტომბერს დაიწყო. ამ დროის განმავლობაში, თავად აღჭურვილობამ 2 ათას კმ-ზე მეტი გაიარა.

ასევე, რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნოემბერში, რუმინეთში ფრანგული ტანკები Leclerc განთავსდება.

 

მსგავსი სიახლეები