რუმინეთში საავადმყოფოში ხანძრის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა
პარასკევს რუმინულ საავადმყოფოში ხანძარმა 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ქალაქ კონსტანტაში ცეცხლი რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩნდა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტები იმყოფებოდნენ.
რუმინეთი ევროკავშრის ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყანაა, სადაც პანდემიამ კორუფციის და არასწორი მენეჯმენტის ბევრი შემთვევა გამოავლინა.
თებერვალში, ხანძარი რუმინეთის სხვა ქალაქის საავადმყოფოშიც გაჩნდა, სადაც 10 ადამიანი დაიღუპა.
"შემაძრწუნა ამ ტრაგედიამ," - თქვა რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა. "ეს ახალი დრამატული შემთხვევა ადასტურებს, რომ ქვეყნის ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს."
დაღუპულების ოჯახის წევრებმა საავადმყოფოსთან აქცია გამართეს და გამოიძიების ჩატარება მოითხოვეს.