რუსების თქმით, უკრაინული დრონები ტულის რეგიონს დაესხნენ თავს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 29 აგვისტოს, დილით ტულის რეგიონში დრონები განადგურდა.
ამ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"დღეს დილით კიევის რეჟიმმა ორი დრონით ტერორისტული თავდასხმა სცადა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე." - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ უპილოტო საფრენი აპარატები, სავარაუდოდ, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს, რომლებიც მორიგეობდნენ ტულის რეგიონის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ბელგოროდის რაიონში დრონის ჩამოგდების შესახებ.