რუსებმა ჩაბარება მოგვთხოვეს, გავუყენეთ რუსული სამხედრო გემის გზას - ზელენსკის ოფისი
უკრაინა უარს ამბობს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებაზე ბელარუსის ქალაქ გომელში. ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკის პრესსპიკერმა რუსლან ნიკიფოროვმა ოფიციალურად დაადასტურა.
ნიკიფოროვის თქმით, რუსებმა ბოლო მომენტში მოითხოვეს უკრაინელებს დაეყარათ იარაღი, რის შემდეგ ისინი რუსული სამხედრო გემის გზას გაუყენეს.
აქ რუსულ სამხედრო გემში რამდენიმე დღის კუნძულ ზმეინის ბრძოლაში მონაწილე სამხედრო გემია ნახსენები, რომელიც კუნძულის უკრაინელმა დამცველებმა სამ ასოზე გაუშვეს.
"ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები, რომ რუსული მხარე უკვე გომელშია და მზად არის მოლაპარაკებების დასაწყებად. უნდა ვთქვა, რომ უკრაინის წარმომადგენლები იქ არ იქნებიან. ასეთი ფორმატი მართლაც განიხილებოდა, მაგრამ ბოლო მომენტში რუსმა მომლაპარაკებლებმა, რომ უკრაინის არმიამ იარაღი უნდა ჩააბაროს. ამის შემდეგ დაუყოვნებლივ მიიღეს წინადადება გაყოლოდნენ, რუსული სამხედრო გემს", - ამბობს ნიკიფოროვი.
ამავდროულად ზელენსკის ოფისში ადასტურებენ, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ნეიტრალურ ადგილას და არა იმ სახელმწიფოში, რომელოიც კონფლიქტის მონაწილეა.