რუსებმა ხერსონის ოლქში ეკლესია დაბომბეს: დაიღუპა სასულიერო პირი

რუსებმა ხერსონის რაიონის სოფელ ბელოზერკაში მდებარე ეკლესიის ტერიტორიაზე დაბომბეს, რის შედეგადაც 72 წლის სასულიერო პირი დაიღუპა და 76 წლის ქალი კი დაშავდა.

გამოძიების ინფორმაციით, დაახლოებით 11:40 საათზე დამპყრობლებმა ბელოზერსკის ტერიტორიული თემის სოფელი დაბომბეს.

პროკურატურა იუწყება, რომ ეკლესიის ტერიტორიაზე მტრის მიზანმიმართული თავდასხმის შედეგად ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა. დაშავდა კიდევ ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულთა რაოდენობა ზუსტდება. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი წერს, რომ რუსეთის არმიამ ბელოზერკა დაბომბა და ეკლესიის ეზო დაზიანდა. მისი თქმით, 72 წლის მღვდელი გარდაიცვალა, 76 წლის ქალი კი დაშავდა.

გარდა ამისა, მისი ცნობით, რუსეთის დარტყმების შედეგად დაზიანდა ოთხი საცხოვრებელი კორპუსი, ფოსტა, ადმინისტრაციული შენობები, ცენტრალური მოედანი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები.

მსგავსი სიახლეები