რუსებმა სლოვიანსკი დაბომბეს: დაიღუპა 8 ადამიანი, დაშავდა - 21
14 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სლოვიანსკი დაბომბეს, 8 ადამიანი დაიღუპა, 21 - დაშავდა. ამის შესხებ დონეცკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ განაცხადა.
"ამჟამად სულ მცირე შვიდი დარტყმის წერტილია, ვფიქრობ, კიდევ იქნება. S-300-ის შვიდი რაკეტა დადასტურებულია - კორპუსებზე. ბიჭი ფაქტიურად ჩემს თვალწინ გამოიყვანეს, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სამწუხაროდ, სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. 14 წლის გოგონას გადარჩენა მოხერხდა", - თქვა კირილენკომ.
რუსმა ოკუპანტებმა 14 აპრილის 16:00 საათზე სლოვიანსკზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, დაზიანდა ხუთი მაღალსართულიანი კორპუსი და ხუთი კერძო სახლი, მაღაზია, ეკონომიკური ცენტრი, კლუბი და სამი მანქანა.
"ოკუპანტებმა სასტიკად დაბომბეს ქალაქი. რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებს მოხვდა. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები და დაღუპულები. ტერორიზმის ყველა გამოვლინებაზე იქნება სამართლიანი პასუხი. ჩვენ არ დავტოვებთ რუსეთის არანაირ კვალს ჩვენს მიწაზე. და არც ერთ მტერს არ დავტოვებთ დაუსჯელად", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.