10 რაკეტა და 81 დრონი - რუსეთის მასიური იერიში უკრაინაზე
27 აგვისტოს ღამეს რუსებმა უკრაინისკენ სხვადასხვა ტიპის 10 რაკეტა და 81 Shahed-ის ტიპის დრონი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 5 ფრთოსანი რაკეტა და 60 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტი მიკოლა ოლეშჩუკმა Telegram-ზე დაწერა.
მისი თქმით, ოკუპანტებმა უკრაინისკენ გაისროლეს:
- 3 აერობალისტიკური რაკეტა Х-47М2 Кинжал (გაუშვეს რუსეთის ფედერაციის ლიპეცკის ოლქის საჰაერო სივრციდან);
- ბალისტიკური რაკეტა Искандер-М (ყირიმიდან);
- ფრთოსანი რაკეტა Искандер-К (რუსეთის ვორონეჟის რეგიონიდან);
- 5 ფრთოსანი რაკეტა Х-101 (რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის რეგიონის საჰაერო სივრციდან), 81 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატი Shahed (იესკიდან და რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონიდან).
"9:00 საათისთვის, საბრძოლო სამუშაოების შედეგად, საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 5 ფრთოსანი რაკეტა X-10 და 60 შემტევი უპილოტო საფრენი აპარატი Shahed." - აღნიშნა უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 27 აგვისტოს ღამით და დილით უკრაინაზე რუსეთის მორიგი მასიური დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.