რუსებმა უკვე 620 მილიონი ჰრივნის ღირებულების უკრაინული წყალი მოიპარეს

რუსი ოკუპანტები უკრაინულ წყალს კახოვსკის წყალსაცავიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულისთვის იპარავენ. ამის შესახებ 17 მარტს უკრაინის გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექციამ განაცხადა.

ინსპექციის თქმით, 24 თებერვალს ჩრდილოეთ ყირიმის არხის ყველა ჰიდრავლიკური სტრუქტურის დაკავების შემდეგ, რომელიც არეგულირებდა წყლის მიწოდებას ქვედა დნეპრის აუზის კახოვსკის წყალსაცავიდან ყირიმამდე, ოკუპანტებმა გაანადგურეს დროებითი კაშხალი, საგზაო ხიდი და მთავარი არხის გამყოფი კედელი.

დღეის მდგომარეობით რუსი ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიიდან წყალს უკანონოდ იღებენ.

სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ ზარალის ოდენობა დღეში 32 მილიონ ჰრივნას აღემატება.

"ასე რომ, ქურდმა [რუსეთმა] უკვე თითქმის 620 მილიონი უკრაინული ჰრივნის ღირებულების წყალი მოიპარა. ქურდი უნდა დაისაჯოს!" - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები