რუსებს შეუძლიათ, ხერსონიდან გაყვანილი ნაწილები ბახმუტში გადაისროლონ - ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, რუსებს შეუძლიათ, ხერსონის მიმართულებით გაყვანილი ჯარები დონეცკის რეგიონში, ბახმუტში გადაისროლონ. დაზვერვის რეზიუმე 18 ნოემბერს Twitter-ზე ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გამოაქვეყნა.

"დნეპრის დასავლეთიდან [მარჯვენა სანაპიროდან] ჯარების გაყვანის შემდეგ, რუსული ძალებისთვის პრიორიტეტულია უკრაინის უმეტეს ნაწილში ხელახალი აღჭურვა, რეორგანიზაცია და თავდაცვის მომზადება. დანაყოფებმა ააშენეს ახალი დამცავი ნაგებობები ყირიმის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, ასევე, მდინარე სევერსკი დონეცკის გასწვრივ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს შორის", - ნათქვამია მოხსენებაში.

დაზვერვამ აღნიშნა, რომ ამ ადგილებიდან ზოგიერთი 60 კმ-მდეა დაშორებული ფრონტის ამჟამინდელი ხაზიდან, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რუსები ემზადებიან "უკრაინის ჯარების შემდგომი მნიშვნელოვანი გარღვევისთვის".

"სავარაუდოა, რომ რუსეთი საბოლოოდ შეეცდება გადაიყვნოს ხერსონიდან გაყვანილი ძალების ნაწილი, რათა გააძლიეროს და გააფართოვოს შეტევითი ოპერაციები დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან", - ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები